USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
2022 წლის აპრილის თვიდან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი არის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს PH International საქართველო.
პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა და ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. პროგრამაში ჩართულია 650 საჯარო სკოლა საქართველოს 11 რეგიონიდან.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა რესურსებისა და სერვისების მიწოდებით ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდა-განვითარებას, სამოქალაქო განათლების საგნის პოპულარიზაციასა და ადვოკატირების პროცესს.
პროგრამის ხანგრძლივობაა 5 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მხრიდან პროგრამაში ჩართული სკოლებისთვის განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- კონკურსები და ოლიმპიადები პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის;
- სიმულაციური და სამაგიდო თამაშების შექმნა;
- საილუსტრაციო პროექტებისა და ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების მომზადება;
- სასკოლო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით შეხვედრები საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის;
- სამოდელო გაკვეთილები;
- თემატური შეხვედრები;
- მრგვალი მაგიდები;
- პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები;
- ვიდეო რგოლების მომზადება;
- ყველაზე დემოკრატიული სკოლის კონფერენცია;
- საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოვლენა;
ფორუმი უზრუნველყოფს, რომ მიმდინარე სიახლეებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციზე წვდომა ჰქონდეს პროგრამაში ჩართულ ყველა სკოლასა და პედაგოგს.