პროექტები

სასკოლო საზოგადოება მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა კანადის საელჩოს მხარდაჭერით 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში განახორციელა პროექტი „სასკოლო საზოგადოება მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამოქალქო განათლების მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლების გზით სკოლებში რადიკალიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია. პროექტში მონაწილეობას იღებდა16 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი საქართველოს 4 რეგიონიდან: გურია, აჭარა, ახმეტა და თბილისი და მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • ტენინგი (12-13 სექტემბერი) პროექტში ჩართული პედაგოგებისთვის რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით;
  • სასკოლო ინიციატივების ხელშემწყობი სამუშაო შეხვედრა;
  • რადიკალიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ მასწავლებლის გზამკვლევების დაბეჭდვა;
  • სასკოლო ინიციატივების დაფინანსება , რისთვისაც პროექტში ჩართულ სკოლებს გადაეცათ 450 ლარი;
  • 16 ადგილობრივი სასკოლო საინფორმაციო შეხვედრა;
  • 4 რეგიონული სამუშაო შეხვედრა პროექტის შეჯამების, შეფასებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის;

გვჯერა, რომ განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო პროექტით გათვალისწინებული ისეთი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სასკოლო საზოგადოებას მიერ რადიკალიზმის ადრეულ პერიოდში აღმოაჩინა და შესაბამისად მოქმედება; რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციის მიზნით სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის გამოცდილების მიღება სწავლების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით; სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ სამოქალაქო განათლების როლისა და მნიშვნელობის გააზრება.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.