პროექტები

სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ" რომლის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.

პროექტში ჩართული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 18 სკოლა და მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • სასწავლო რესურსების მომზადება ევრინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულებისა და აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ;
  • საინფორმაციო შეხვედრები პროექტში ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის;
  • გადამზადებული მასწავლებლების მიერ გაკვეთილების ჩატარება მათ მოსწავლეებთან;
  • საზაფხულო სკოლა პედაგოგების მიერ შერჩეული მოსწავლეებისთვის, სადაც მათ გაიღრმავეს ცოდნა დეზინფორმაციის ამოსაცნობი ნიშნებისა და ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ;
  • მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელება, რომლის მეშვეობითაც მათ მიერ მიღებული ცოდნის გავრცელება მოხდა უფრო ფართო, სასკოლო საზოგადოებისთვის;
  • შემაჯამებელი კონფერეცია;

 

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.