პროექტები

პროექტი "მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ"

 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს „მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“ (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ), რომელიც მიზნად ისახავს პედაგოგებისა და მოსწავლეების მედეგობის გაზრდას დეზინფორმაციის მიმართ მედიაწიგნიერების უნარების განვითარება-გაძლიერების გზით.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ პედაგოგებს საშუალება აქვთ მიიღონ/გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დეზინფორმაციის წინააღმდეგ საჭირო მექანიზმების, უნარ-ჩვევებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ. ჩართული მასწავლებლები გაეცნობიან ქეისებით სწავლების შესახებ მეთოდოლოგიას და პროექტში მონაწილე სხვა პედაგოგებთან ერთად მოამზადებენ პრაქტიკულ რესურსს - ქეისების პორტფოლიოს მისი სამომავლოდ გამოყენების მიზნით. მიღებული ცოდნის გაზიარებისთვის, მონაწილე პედაგოგები ჩაატარებენ გაკვეთილებს მათ მოსწავლეებთან. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი გაიმართება კონფერენცია, სადაც შესაძლებელი იქნება წარმატებული პრაქტიკის ერთმანეთისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის გაცნობა.  

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან გარდა თბილისისა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  • ვებინარები შერჩეული მასწავლებლებისთვის (აქტივობის განხორციელების პერიოდი - მიმდინარე წლის ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი);
  • 2 დღიანი ტრენინგი ფიზიკურ გარემოში (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი);
  • ქეისების ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის აპრილი, მაისი);
  • შერჩეული პედაგოგების მიერ გაკვეთილების ჩატარება (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის აპრილი, მაისი);
  • დისტანციური შეხვედრა უკუკავშირის გაზიარების მიზნით (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის ივნისი);
  • დასკვნითი კონფერენცია (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის ივლისი);

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულია 80 პედაგოგი. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭათ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრ პედაგოგებს.

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.