პროექტები

მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ

პროექტი „მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ“ წარმოადგენს სამოქალაქო ინტერვენციას, რომლის მიზანია, სასკოლო გარემოს გაძლიერება, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის ნიშნების ადრეულ ეტაპზე შემჩნევის და მათი თავიდან აცილების კუთხით.

პროექტს ახორციელებს ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ STRIVE Global-ის ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს:

  • სამოქალაქო განათლების პედაგოგების კომპეტენციების გაუმჯობესებას, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ჩატარების კუთხით, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: სოციალური კონფლიქტები, დისკრიმინაცია და ძალადობა.
  • მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობებისა და ტოლერანტობის გაძლიერებას.
  • სამოქალაქო განათლების პედაგოგების გაძლიერებას, სკოლის მოსწავლეებში რადიკალიზაციის ნიშნების ადრეულ ეტაპზე შემჩნევის კუთხით.
  • ახალგაზრდების გაძლიერებასა და აქტიური ჩართვას ძალადობრივი და დისკრიმინაციული კონფლიქტების მოგვარების პროცესში, როგორც სასკოლო ასევე სათემო დონეზე.
  • სასკოლო გარემოს გაძლიერებას, რადიკალიზაციასთან ბრძოლის მიზნით, სამოქალაქო განათლების სწავლებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერად.

აღნიშნული ქმედებების განხორციელების შემდეგ მოსალოდნელი შედეგებია:

  1. სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ჩატარების ხარისხის გაუმჯობესება, გაკვეთილები მორგებული იქნება ქართულ რეალობაზე და მოსწავლეების საჭიროებებზე.
  2. სკოლის პერსონალს შეეძლება მოსწავლეებში რადიკალიზაციის ადრეული ნიშნების შემჩნევა.
  3. გაუმჯობესდება მოსწავლეების უნარები ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართვას რადიკალიზაციისა და დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებაში.
  4. სასკოლო თემში შემავალ ინდივიდებს ჩამოუყალიბდება პოზიტიური განწყობა სამოქალაქო განათლების საგნის მიმართ. ისინი აქტიურად  დაუჭერენ მხარს რადიკალიზაციის აღმოფხვრას.

პროექტი განხორციელდება საქართველოს იმ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ (აჭარა, ქვემო ქართლი, ახმეტა და თბილისი). თითოეული რეგიონიდან და მუნიციპალიტეტიდან პროექტში ჩართული იქნება 4 სკოლა და შესაბამისად 16 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

პროექტის ფარგლებში, 12 თვის მანძილზე აქტიურად განხორციელდება    სხვადასხვა სახის ინტერვენციები, როგორც  სასკოლო გარემოსა და აკადემიური პერსონალისათვის, ასევე მოსწავლეებისა და მსობლებისათვის ცნობიერებისა და უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით.

პროექტი საშუალებას იძლევა შეიქმნას სამოქალაქო მასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო ‘ A Teacher's guide on the Prevention of Violent Extremism’ – ‘ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია-მასწავლებლის გზამკვლევი’, რომელიც ატვირთული იქნება ონლაინ სივრცეში, ასევე წარმოდგენილი იქნება ბეჭდური სახითაც.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.