პროექტები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა პროექტული სწავლების ხელშეწყობისთვის

პროექტის მიზანი

პროექტებით სწავლების მნიშვნელობის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სასკოლო საზოგადოების ხელშეწყობა სასწავლო და სოციალური პროექტების დაგეგმვასა და

განხორციელებაში.

ამოცანები

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დონის ამაღლება პროექტული სწავლების მიმართულებით; 

2. ტრენინგის მონაწილეთა მიერ სკოლებში პროექტების ხარისხიანად დაგეგმვის ხელშეწყობა;

3. სკოლებში პროექტული სწავლებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა გულისხმობს აქტივობებს შემდეგი მიმართულებებით:

• სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას პროექტული სწავლებისთვის;

• მასწავლებელთა ცოდნის დონის ამაღლებას ტრენინგის საშუალებით;

• მასწავლებლის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებას კონსულტაციების გზით;

• საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საუკეთესო პროექტების ატვირთვას ფორუმის ვებ-გვერდზე.

პროგრამაში მონაწილეობა დაახლოებით 260-მა სხვადასხვა საგნის წამყვანმა და უფროსმა მასწავლებელმა მიიღო;

მაგთან 252-მა მიიღო 1 კრედიტქულა.

პროგრამა დასავლეთ საქართველოში ხორციელდებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის აგვისტო-დეკემბერში.

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.