გოგოების და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები
„გოგოების და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები“, პროექტი ხორციელდება ფინეთის ადგილობრივი თანამშრომლობის ფონდის ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ ორგანიზებით.
პროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო განათლების მასწავლებლები საქართველოში გენდერული თანასწორბის სწავლების კუთხით, რათა მათ შემდგომში ხელი შეუწყოს სიტუაციის გაუმჯობესებას ქართულ სკოლებში, სადაც ბევრი თემა, რომელიც დაკავშირებულია გენდერთან, ხშირად, ფართოდ უგულებელყოფილი და იგნორირებულია.
პროექტი მოიცავს 4 აქტივობას:
he Finnish Fund for Local Cooperation (FLC) is a fund managed by the Office of the Ambassador to Armenia, Azerbaijan and Georgia.
1. რესურების შექმნის კომპონენტი, საგაკვეთილო მოდულების შექმნა - რათა მასწავლებლებს ჰქონდეთ გამზადებული საგანმანათლებლო რესურსი 2-4 გაკვეთილისთვის. რესურსი ასევე უნდა მოიცავდეს აუცილებელ ბექგრაუნდ ინფორმაციას, რათა დაეხმაროს მასწავლებელს განახორციელოს, წარუძღვეს თავის კლასში თემას: „თანასწორობა სკოლებში: სტერეოტიპები გოგოებისა და ბიჭების არათანასწორ შესაძლებლობებზე.
2. 2 დღიანი ტრეინინგ კურსის, 4 წრედ - ტრენინგ კურსის მიზანია აღჭურვოს სამოქალაქო განათლების პედაგოგები საჭირო უნარებით< კომპეტენციებითა და ინსტრუმენტებით, რათა ასწავლონ გენდერული თანასწორობა თავიანთ კლასში და შექმნან თანასწორგანმანათლებლური გარემო.
3. გაკვეთილების მოდულების განხორციელება - 160 გაკვეთილი, რომლის მიზანია, მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება და გაიაზრონ ობიექტურად გენდერული თანასწორობა - შექმნილი რესურსების გამოყენებით, რათა გადალახონ ახლანდელი მდგომარეობა სკოლებში, ვგულისხმობტ ტაბუირებულ გენდერულ თემებს.
4. კონფერენცია და საგანმანათლელბლო გამოყენება გენდერული თანასწორობის თემაზე (კამპანიის კომპონენტი) - პროექტის ამ ნაწილის მთავარი მიზანია დააკავშიროს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებიმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ გენდერული თანასწორობის კუთხით, რათა მოვამარაგოთ ისინი დამადებითი ინფორმაციით და გავზართოთ ცნობიერება გენდერულ თანასწორობის მნიშვნელობაზე და მის დაფუვნებაზე საგანმანათლებლო სექტორში.
პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან: 100 სამოქალაქო განათლების პედაგოგი საქართველოს 10 რეგიონიდან. ხოლო ირიბი ბენეფიციარები არიან მათი მოსწავლეები (დაახლოებით: 2000 მოსწავლე)