პროექტები

ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ

პროექტი განხორციელდა"სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა" და "საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD)" პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით; პროექტის - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავდა, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონის თემში, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ღირებულებების დაწინაურებას - სკოლისა და უნივერსიტეტის კოლაბორაციის მეშვეობით.

პროექტის ფარგლებში ფორუმი თანამშრომლობდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან.

პროექტის ფარგლებში განსახორციელდა შემდეგი აქტივობები:

1. ტრენინგ კურსი რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის შესახებ - მონაწილეობას იღებდა პროექტისთვის შერჩეული სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. აქტივობა განხორციელდა, 2 ეტაპად, სულ 4 სამუშაო დღის განმავლობაში - რეგიონში შერჩეული ლექტორებისა და მოწვეული ექსპერტების ხელმძღვანელობით;

2. გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისათვის - გადამზადებული სამოქალაქო განათლების პედაგოგების მიერ სკოლებში ჩატარდა გაკვეთილები - რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების თემებზე;

3. სტუდენტების, მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ერთობლივი ინიციატივები - პროექტის ფარგლებში გადამზადებული სტუდენტები გადანაწილდნენ პროექტის მონაწილე სკოლებში. პედაგოგებისა და სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდაპროექტები/ინიციატივები სასკოლო საზოგადოებასა და თემში მშვიდობიანი თანაცხოვრების დაწინაურებისათვის;

4. მცირე გრანტები ინიციატივებისთვის - სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსა და მონაწილე სტუდენტებს, მიეცათ შესაძლებლობა, ნათლად გაწერილი საპროექტო ინიციატივის წარდგენის შემდგომ მიიღოთ გრანტი.

5. სასკოლო, რეგიონული, ეროვნული შემაჯამებელი კონფერენციები - პროექტის შედეგების პრეზენტაცია, მისი შეჯამება, მოხდა 3 ეტაპად- სკოლის; რეგიონის - შესაბამის უნივერსიტეტში და ეროვნულ დონეებზე- ერთობლივად, თბილისში.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.