CEEM - სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი 2021 წლის ოქტომბრის თვიდან "აიწონა-დაიწონასა" და ორგანიზაცია "CRISP-Crisis Simulation for Peace e.V-თან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "CEEM - სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით".
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების პედაგოგების გაძლიერებას სიმულაციური თამაშისა და ემანსიპატორული თეატრის მეთოდების გაზიარების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ადამიანის უფლებების შესახებ განათლებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
პროექტი ატარებს ჰიბრიდულ ხასიათს და აქტივობების ნაწილი ხორციელდება დისტანციურ, ნაწილი კი დასწრებულ რეჟიმში.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებია:
- ტრენინგკურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის (საქართველო) - ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლების მიეცემათ შესაძლებლობა უფრო ახლოს გაეცნონ სიმულაციური თამაშისა და ემანსიპატორული თეატრის მეთოდს
- სიმულაციური თამაშებისა და თეატრის მეთოდის მოსწავლეებთან გაზიარება
- ონლაინ რეფლექსია
- თემატური ვებინარები სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან
- ტრენინგ კურსი ბერლინში - სიმულაციური თამაშებისა და ემანსიპატორული თეატრის შექმნის პროცესი
- შექმნილი რესურსის გაზიარების პროცესი მოსწავლეებთან
- პროექტის შედეგების გაზიარების მიზნით ადგილობრივი საინფორმაციო შეხვედრები
- პროექტის შეჯამება და დახურვა
პროექტში ჩასართავად სულ შეირჩა 20 პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან. შერჩევის პროცესში ყურადღება მიექცა როგორც მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების მოტივაციას, აგრეთვე რეგიონებში მათ თანაბარ გადანაწილებას