სიახლეები

ვებინარი Microsoft Teams-ის გამოყენების შესახებ

ძვირფასო სამოქალაქო განათლების პედაგოგებო, 6 აპრილს, 16:00 საათზე გიწვევთ ვებინარზე Microsoft Teams-ის გამოყენების შესახებ. ვებინარს გაუძღვება სამოქალაქო განათლების პედაგოგი თემურ სუყაშვილი.

 

ვებინარში მონაწილეობისთვის უნდა შეავსოთ ბმულზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/WVpDpmTLLbUckbtd8

 

ვებინარი 1 საათის მანძილზე გაგრძელდება. წამყვანი გაჩვენებთ Microsoft Teams პროგრამის მთავარ ფუნქციებს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად გამოგადგებათ. ვებინარის მსვლელობისას მონაწილე პედაგოგებს შეგიძლიათ შეკითხვები დაუსვათ წამყვანს და იქვე მიიღოთ პასუხები.

 

ვებინარი იმართება სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობაფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პროგრამას აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.