სიახლეები

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის სამოდელო გაკვეთილები

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით დასრულდა სამოდელო გაკვეთილების გამართვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პროგრამის პარტნიორ სკოლებში.

მიმდინარე წელს სამოდელო გაკვეთილებს ინტეგრირებული სახით წარიმართა. სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან გაკვეთილებს უძღვებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლები.

გაკვეთილები დაიგეგმა პროგრამის ფარგლებში ფორუმის მიერ მომზადებული ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების გამოყენებით და პედაგოგებს კონსულტაციას სამოქალაქო განათლების ექსპერტები, გეგმების ავტორები-სოფიო ბაჩილავა, მანანა ჯინჭარაძე და ბაკურ ხიჯაკაძე-უწევდნენ. 

გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა ასევე ჰქონდათ რეგიონის პარტნიორი სკოლების პედაგოგებს. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აღნიშნულ აქტივობას ყოველწლიურად მასპინძლობს და მასში ჩართვის შესაძლებლობა აქვს სამოქალაქო განათლების ნებისმიერ პედაგოგს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლიდან. 

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.