USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის სამოდელო გაკვეთილები
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში ორგანიზება გაუწია სამოდელო გაკვეთილების ჩატარებას საქართველოს რეგიონებში. აქტივობის მიზანს წარმოადგენდა წარმატებული პრაქტიკის გაზიარება სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შორის და ამ გზით, დისციპლინის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
სამოდელო გაკვეთილების თემატიკა შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა საზოგადოებრივი პრობლემები, აქტიური მოქალაქეობა, დისკრიმინაცია და თანასწორობა. გაკვეთილების ჩატარებისას პედაგოგების მიერ გამოყენებულ იქნა დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებიც შექმნილია სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადებისა და პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში.
სამოდელო გაკვეთილები გაიმართა საქართველოს 11 რეგიონში და მათ დაესწრო 200-ზე მეტი პედაგოგი სხვადასხვა სკოლებიდან.