სიახლეები

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ოლიმპიადა მასწავლებლებისთვის დასრულდა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ოლიმპიადა მასწავლებლებისთვის დასრულდა.
 
ოლიმპიადის ფინალურ ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას 3 პედაგოგისგან შემდგარი 10 სხვადასხვა გუნდი იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
 
ფინალურ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის, მრავალფეროვანი აქტივობების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის გუნდი - "ინიციატორები";
- ქ. ბათუმის N16 სკოლის გუნდი - "Citizens"
- ქ. თბილისის N174 საჯარო სკოლის გუნდი - "გუნდი 174".
 
გამარჯვებული გუნდის წევრებს ჯილდოს სახით ინდივიდუალური სარგებლობის კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ.
 
ოლიმპიადა გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ოლიმპიადის ორგანიზატორს წარმოადგენდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.