„ციფრული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის“ მენტორების შესარჩევი კონკურსი
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს პროექტის „ციფრული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის“ მენტორების შესარჩევ კონკურსს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. შეირჩევა 10 მენტორი საქართველოს რეგიონებიდან.
2021 წლის სექტემბრიდან, ფორუმი ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ (ესტონეთი) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ციფრული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის“. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების კომპეტენციის გაზრდას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ.
პროექტის ფარგლებში მენტორები აქტიურად იმუშავებენ რეგიონის სკოლების პედაგოგებთან ციფრული ოლიმპიადის წარმართვის პროცესში; ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევენ როგორ პროექტის მონაწილე მასწავლებლებს, ასევე მათ მოსწავლეებს; პროექტის ორგანიზატორებს დაეხმარებიან განსაზღვრული მიზნების მიღწევაში.
მენტორები კონკურსის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას ესტონეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში.
მენტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის მნიშვნელოვანია მიჰყვეთ ინსტრუქციას და შეავსოთ ფორმა 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსისთვის საჭიროა, შეიმუშაოთ ქეისი მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანზე და მეთოდურად გაწეროთ, თუ როგორ შეიტანთ მას მოსწავლეებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://forms.gle/9gBWw7RKaq1Jjs6J6