ციფრული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის
„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ სკოლებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ პროექტში „ციფრული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის მიზანია მოსწავლეების კომპეტენციის გაზრდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ.
პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლები განახორციელებენ შემდეგ აქტივობებს:
პედაგოგების დახმარებით მოსწავლეები გაეცნობიან ონლაინ პლატფორმაზე ატვირთულ მასალას მდგრადი განვითარების მიზნებზე;
მოსწავლეები, ონლაინ რესურსებზე დაყრდნობით, მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის I ტურში, რომელიც ონლაინ წარიმართება;
მეორე ტურში გადასული მოსწავლეთა გუნდები, ამზადებენ კომპლექსურ დავალებებს;
მესამე ტურში მოსწავლეები, მასწავლებლის ხელშეწყობით, ახორციელებენ სათემო პროექტებს.
ყველა აქტივობის განხორციელების პროცესში პედაგოგები ითანამშრომლებენ რეგიონალურ მენტორებთან.
გამარჯვებული მოსწავლეების გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო ბანაკში, სადაც გამოვლინდება ოლიმპიადის პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელი გუნდები და გადაეცემათ პრიზები. გამარჯვებული სკოლის პედაგოგები (თითო რეგიონიდან თითო პედაგოგი, სულ 10 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი) კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით გაემგზავრებიან ესტონეთში.
პროექტში მონაწილეობისათვის საქართველოს თითოეული რეგიონიდან შერჩეული იქნება მინიმუმ 10 სკოლა. შერჩევის კრიტერიუმებია:
მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების გამოცდილება ( პროექტები; გაკვეთილები; დილემები; ქეისები და ა.შ.)
9-10 კლასში მოსწავლეთა რაოდენობა (მინიმუმ 50 მოსწავლე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის სკოლებისათვის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში 20-25 მოსწავლე)
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პროექტს ახორციელებს ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ (ესტონეთი) თანამშრომლობით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ელ.ფოსტა: info@ctf.org.ge
ტელ: 577 977 369 / 577 337 586
დაინტერესებულმა პედაგოგებმა, 12 იანვრის ჩათვლით შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია"
https://forms.gle/zLfD6vzFiSf4NQccA