ტრენინგების სერია "ქეისებითა და დილემებით სწავლება" იწყება
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში იწყებს ტრენინგზე "ქეისებითა და დილემებით სწავლება" პროგრამაში ჩართული სამოქალაქო განათლების მასწავლებლების რეგისტრაციას.
ტრენინგი ჩატარდება 29 და 30 მაისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ონლაინ პლატფორმის Microsoft Teams-ის გამოყენებით.
ტრენინგს ონლაინფორმატში წარმართავს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სკოლის ხელმძღვანელი სოფიკო ლობჟანიძე.
სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს
https://forms.gle/jtko4BAX2Nxjwren9
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პირველი 25 დარეგისტრირეული მასწავლებელი.
სატრენინგო მოდული მომზადებულია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მასწავლებელი მუშაობდეს პროგრამის ამჟამინდელ პარტნიორ სკოლაში.