ტრენინგ კურსი "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები"
პროექტის "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები" ფარგლებში, ჩატარდა პირველი ფიზიკური ტრენინგ კურსი სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან.
ტრენინგი გაგრძელდა 2 დღის განმავლობაში და მიზნად ისახავდა, საკლასო ოთახში, გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარებას, მონაწილე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებში.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი გენდერის საკითხებში, ფსიქოლოგი, პროფესორი ნანა ბერეკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები" ხორციელდება „ფინეთის ადგილობრივი თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერითა და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის„ ორგანიზებით.