სიახლეები

თემატური ვებინარი თემაზე "CEEM - სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით"

"CEEM - სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით" პროექტის ფარგლებში ჩატარდა თემატური ვებინარები მონაწილე პედაგოგებისთვის;

 

ვებინარებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები, ძირითადი თემები კი განისაზღვრა შემდეგნაირად:

 

- მედიაწიგნიერება - ექსპერტი: გიორგი ჯოლოგუა

- კონფლიქტების მართვა - ექსპერტი: ალუდა გოგლიჩიძე

- ძალადობა ოჯახში - ექსპერტი: ქეთევან ხუციშვილი

- გენდერული თანასწორობა - ექსპერტი: ნუკრი ტაბიძე

 

ჩატარებული ვებინარები არის წინა პირობა სიმულაციისა და თეატრის მეთოდების შესაქმნელად და გარკვეულწილად წარმოადგენს პროცესის თეორიულ საფუძველს.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, აიწონა-დაიწონასა და CRISP - Crisis Simulation for Peace e.V პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.