თემატური შეხვედრები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის პედაგოგებისთვის
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში აქტიურად დაიწყო თემატური შეხვედრების გამართვა პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის.
შეხვედრების თემატიკა ეხებოდა სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა (25 ივნისი), კიბერუსაფრთხოება (5 ივლისი) და ციფრული მოქალაქეობა (11 ივლისი).
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრები იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს PH International - საქართველო. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, როგორც პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორი, მომავალშიც არაერთ საინტერესო და სასარგებლო აქტივობას შესთავაზებს პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.