თემატური შეხვედრები:მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სასკოლო დემოკრატიის განვითარების პროცესში
28 სექტემბერს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის გაიმართა თემატური შეხვედრა საკითხზე "მოსწავლეთა თვითმმართველობების როლი სასკოლო დემოკრატიის განვითარების პროცესში", რომლის მთავარ შეკითხვებს წარმოადგენდა, თუ რატომ უნდა გაძლიერდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობები და როგორ შეიძლება მათი მხარდაჭერა.
შეხვედრას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ალუდა გოგლიჩიძე და თანასპიკერები, სიმონ ჯანაშია - პროექტის ხელმძღვანელი ამერიკული აკადემიის მხრიდან, ლევან ღამბაშიძე - მოსწავლთა თვითმმართველობების ქსელის მიმართულების კოორდინატორი და ქეთევან თოფაძე - გამოცდილების გაზიარების მიმართულების კოორდინატორი.
30 სექტემბერს ანალოგიური ღონისძიება გაიმართა სკოლის მოსწავლეებისთვისაც, რომელსაც გაუძღვა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, მაკა ბიბილეიშვილი.
ორივე ღონისძიება წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და მათ დაესწრო რამდენიმე ასეული პედაგოგი და მოსწავლე.
შეხვედრები გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს PH International-საქართველო.