თემატური შეხვედრა: საერთაშორიო ჰუმანიტარული სამართლის ღირებულებები. თანამედროვე გამოწვევები
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით 28 იანვარს გაიმართა მორიგი თემატური შეხვედრა. შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ღირებულებები.
აღნიშნულ თემაზე დამსწრე პედაგოგებს ესაუბრა სამოქალაქო განათლების ექსპერტი, ნინო გვარამაძე.
თემატურ შეხვედრას ესწრებოდნენ არამარტო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლები, არამედ სხვა დაინტერესებული მასწავლებლებიც.
შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით.