სიახლეები

თემატური შეხვედრა: პროექტები სამოქალაქო განათლებაში

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით 25 ოქტომბერს მორიგი თემატური შეხვედრა გაიმართა მასწავლებლებთან.
შეხვედრა ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, სამოქალაქო განათლების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი და მას დაესწრო 200-ზე მეტი პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, რომ კომპეტენტური პირისგან, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტისგან, ბატონ ნიკო სილაგაძისგან მიეღოთ პასუხები თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებზე.
შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია PH International-საქართველო.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.