თემატური შეხვედრა: ოკუპაციიდან ტოტალიტარიზმამდე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აგრძელებს თემატური შეხვედრების გამართვას პროგრამაში ჩართული სკოლების პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული მასწავლებლებისათვის.
ამ მიზნით თებერვლის თვეში გაიმართა შეხვედრა "ოკუპაციიდან ტოტალიტარიზმამდე", რომელსაც უძღვებოდა ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი. სტუმარი დამსწრე პედაგოგებს ესაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის, საბჭოთა წითელი არმიის მიერ ქვეყნის ოკუპაციისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ.
შეხვედრას დაესწრო 100-მდე პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი".