თემატური შეხვედრა "მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიო და სტანდარტი"
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით 20 აპრილს 17:00 საათზე ფორუმის წევრი პედაგოგებისთვის გაიმართა დისტანციური შეხვედრა თემაზე "მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიო და სტანდარტი".
შეხვედრას უძღვებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სკოლამდე და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი - ხათუნა ბარაბაძე.
თემატური შეხვედრის ფარგლებში პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოება და სტანდარტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თემები.