სიახლეები

თემატური შეხვედრა: ინკლუზიური განათლება მოქალაქეობის სწავლების პროცესში

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განალების პედაგოგთა ფორუმმა ორგანიზება გაუწია მორიგ დისტანციურ თემატურ შეხვედრას. შეხვედრა შეეხებოდა მოქალაქეობის პროცესში ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის და მექანიზმების შესახებ. 

თემატურ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ მასწავლებლებსაც. ღონისძიებას უძღვებოდა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ჭიაბრიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით.

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.