სიახლეები

თემატური შეხვედრა: ევროინტეგრაცია და საქართველო

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აგრძელებს თემატური შეხვედრების გამართვას პროგრამაში ჩართული სკოლების პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული მასწავლებლებისათვის.

ნოემბრის თვის თემატური შეხვედრა საზოგადოებისთვის კიდევ ერთ  აქტუალურ საკითხს, საქართველოს ევროინტეგრაციას, დაეთმო. აღსანიშნავია, რომ თემა მასწავლებლების ინტერესებიდან გამომდაინარე იქნა შერჩეული. თემატურ შეხვედრას ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე უძღებოდა. 

შეხვედრას 100-მდე პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაესწრო და დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები, ევროინტეგრაციის პროცესი და არსებული გამოწვევები.

თემატური შეხვედრები იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.