სიახლეები

თემატური შეხვედრა: ბავშვთა მიმართ ძალადობა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა 19 ნოემბერს ორგანიზება გაუწია მორიგ თემატურ შეხვედრას. შეხვედრა ეხებოდა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხს და დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები ბავშვებში და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული მსგავსი შემთხვევების დროს.

შეხვედრას უძღვებოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი, მაია ცირამუა. 

შეხვედრამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, ინტერაქციულ რეჟიმში და მას ესწრებოდა 100-მდე პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მომავალშიც არაერთ თემატურ შეხვედრას შესთავაზებს დაინტერესებულ პედაგოგებს.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველო, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.