სიახლეები

სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მათი დახმარების მიზნით ვიწყებთ ფინანსების მობილიზებას.


გადავწყვიტეთ, რომ შეგროვებული თანხა გადავრიცხოთ ორგანიზაცია RAZOM for UKRAINE, რომელიც შექმნილია გადაუდებელ სიტუაციებში ჰუმანიტარული რესურსების მოძიებისთვის.

 

ფორუმის მიერ მიწოდებული ფინანსები გამოიყენება სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, როგორებიცაა: დოლბანდები, სტერილური საფენები, წამლები, სატელიტური ტელეფონები და სხვა აუცილებელი ნივთები.

ძვირფასო ფორუმის წევრებო, ვისაც სურვილი გაქვთ წვლილი შეიტანოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში, შემოგვიერთდით. თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომერზე:

მიმღები ბანკი: . თიბისი ბანკი

მიმღების ანგარიში: #GE16TB7611036080100005

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების სახელი: ააიპ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი

 

დანიშნულება: ერთად უკრაინისთვის

 

RAZOM for UKRAINE”, 2013-14 წლიდან ფუნქციონირებს. მიმდინარე რუსული აგრესიის დროს, ორგანიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი მიმღები და გამანაწილებელია მსოფლიოდან მიღებული დახმარები. საქველმოქმედო ორგანიზაცია, თანამშრომლობს ისეთ უკრაინულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Nova Ukraine, United Help Ukraine, Revived Soldiers Ukraine, Sunflower for Peace.

მადლობა თანადგომისთვის!

 

https://razomforukraine.org/about-us/

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.