"სკოლა-ბანკი"
5-6 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი "სკოლა-ბანკი".
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ პროგრამას "სკოლა-ბანკი", რომელიც განკუთვნილია VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამის მიზანია, მოზარდებისთვის ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.
მასწავლებლებს გადაეცათ სასწავლო მასალა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე საკლუბო მუშაობის დროს.