სიახლეები

შემაჯამებელი კონფერენცია "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები"

17 ნოემბერს გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია პროექტისათვის "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები"

 მონაწილე პედაგოგებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდა ფინეთის ელჩი ამიერკავკასიაში, ქალბატონი კირსტი ნარინენი.

 ქალბატონმა ელჩმა მიმართა დამსწრე პედაგოგებს და ისაუბრა გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის მნიშვნელობაზე და განათლების როლზე ამ პროცესში.

 სხვა სტუმრებთან ერთად კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ანა ლობჟანიძე - საქართველოს ომბუდსმენის ოფისის - გენდერის დეპარტამენტი, წარმომდაგენელი, ქალბატონი ნანა ბერეკაშვილი - ფსიქოლოგი, ექსპერტი გენდერის საკითხებში და ბატონი შალვა მეკრავიშვილი - განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი.

 კონფერენციის მეორე ნაწილში მოხდა პროექტის ფარგლებში შექმნილი კურიკულუმის პრეზენტაცია. დოკუმენტის ძირითადი მიზანია გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის თემის უფრო სიღრმისეული სწავლება სასკოლო სივრცეში.

მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში შესაძლებელი იქნება 2022-2023 წლიდან - საშუალო საფეხურზე, საგნის არჩევისას.

 შეგახსენებთ, რომ პროექტი "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები" ხორციელდება „ფინეთის ადგილობრივი თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერითა და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის„ ორგანიზებით.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.