სიახლეები

შეხვედრები საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა ნოემბრის თვეში მორიგი შეხვედრა გამართა საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, რითაც  ამ ეტაპზე დაასრულა შეხვედრები მათ წარმომადგენლებთან.

ღონისძიების განმავლობაში რესურსცენტრების ხელმძღვანელებს მიეწოდათ ინფორმაცია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის და მომავალი 5 წლის განმავლობაში მის ფარგლებში ფორუმის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. შეხვედრების ძირითად თემას წარმოადგენდა მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერების საკითხი და მისი მნიშვნელობა სასკოლო დემოკრატიის განვითარების პროცესში. დამსწრეებთან წარდგენილ იქნა ამ თემაზე პროგრამის ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევიც, რომელიც უახლოეს მომავალში ითარგმნება როგორც სომხურ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე.

ღონისძიებას უძვღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, მაკა ბიბილეიშვილი. დამსწრეებს აგრეთვე შეხვდა ორგანიზაცია PH International საქართველოს წარმომადგენელიც.

აღნიშნულ შეხვედრებს ფორუმი სექტემბრის თვიდან მასპინძლობს და მოცემული დროისთვის გაიმართა სულ 4 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 69 საგანმანათლებლო რესურსცენტრის 64 წარმომადგენელი საქართველოს ყველა რეგიონიდან.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.