სიახლეები

შეხვედრა საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, როგორც პროგრამის განმახორციელებელი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, შეხვედრებს მართავს საქართველოს ყველა რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის ხელშეწყობის გზებს და მის მნიშვნელობას სასკოლო დემოკრატიის განვითარების პროცესში. აგრეთვე მათთვის წარდგენილ იქნა სკოლებისთვის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებით შექმნილი დამხმარე რესურსი.

სექტემბრის და ოქტომბრის თვეში ფორუმმა უკვე უმასპინძლა აღნიშნული შეხვედრების ნაწილს და უახლოეს მომავალში დაიფარება ყველა რესურსცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

შეხვედები იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს PH International-საქართველო. 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.