სიახლეები

შეხვედრა ,,მოსწავლეთა მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევაში"

მოხარულები ვართ მოგიწვიოთ თემატურ შეხვედრაზე ,,მოსწავლეთა მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევაში", რომელიც პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში 11 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.

 

შეხვედრას წარმართავს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ 10 მაისს ღამის 12:00 საათის ჩათვლით.

 

სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს 

https://forms.gle/rHbVTDkfeYRynRP19

 

თემატური შეხვედრების სერია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში აპრილი-მაისის გნმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მიეცემა.

 

პროგრამას საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.