სიახლეები

სასკოლო საზოგადოება მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის

სასკოლო საზოგადოება მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის - ნაწილი II

გასულ შაბათ-კვირას სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა ჩაატარა მეორე ტრენინგი თავისი პროექტის ფარგლებში, რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციის მიზნით.

პროექტში მონაწილეობდა 16 სამოქალაქო განათლების პედაგოგი: აჭარიდან, ახმეტადან, გურიიდან და თბილისიდან. მათ მიიღეს ინფორმაცია რადიკალიზაციასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაიცვან ეს ინფორმაცია,  გაავრცელონ და ხელი შეუწყონ ახალგაზრდული საქმიანობის წამოწყებას. ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ და შექმნან მშვიდობიანი,  პატივცემული საზოგადოება!  ჩვენ ერთად შევქმენით პროექტის ახალი იდეები, გავეცით პრაქტიკული მაგალითები და შევეცადეთ გაგვეზიარებინა ახალი მეთოდები, რათა გაძლიერებულიყო ნდობა და სოლოდარობა ჩვენს საკლასო ოთახებში.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მადლობას უხდის ყველა პედაგოგს მონაწილეობისთვის, ასევე თურქეთში კანადის საელჩოს მიერ, ამ პროექტის დაფინანსებითვის, მათი ადგილობრივი ფონდის ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში. დიდი მადლობა ყველას! სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მოუთმენლად ელის თქვენი პრაქტიკული გამოცდილების სკოლაში გამოყენებას!

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.