სიახლეები

სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 - დღე 6

„სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023” საქართველოში კახეთის რეგიონში დასრულდა. 

კახეთში ქარავნის მასპინძელი თელავის N5  საჯარო სკოლაში იყო, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან დემოკრატიის პრინციპების შესახებ გაიმართა უკრაინელი კოლეგის, ნაზარი ბოიარსკის ფასილიტაციით. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიმუშავეს მათი აზრით საჭირო კანონები და სასიხარულოა, რომ ყურადღება გაამახვილეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ძალადობის პრევენცია, ფინანსური დახმარების გაზრდის შესაძლებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი ანაზღაურება, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტურად აღკვეთა, ეკოსისტემის დაცვა და ა.შ.

კახეთში გამართული შემდეგი შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ საჭირო ნაბიჯებს. შეხვედრას გაუძღვა ექსპერტი სამოქალაქო განათლებაში, ნინო გვარამაძე, დამსწრე აუდიტორიას კი მასწავლებლები შეადგენდნენ. საუბარი დემოკრატიის პრინციპებსაც შეეხო. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო და მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება ჯგუფებში მუშაობში შედეგად დაეკავშირებინათ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები დემოკრატიის პრინციპებისთვის და ემსჯელად მათ მნიშვნელობაზე.

სამოქალაქო ცნობიერების გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნციპალიტეტიის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლაში მოეწყო, სადაც დოკუმენტური ფილმის „ბულინგი“ ჩვენება გაიმართა. აქტივობას მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. ფილმს განხილვაც მოჰყვა, მშობლებმა ფილმში საკუთარი თავები და შვილებიც ამოიცნეს და იმსჯელეს საკითხზე. აღნიშნეს, რომ, სამწუხაროდ ბულინგი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სკოლებში და მნიშვნელოვანია დროული ჩარევა პრობლემის მოგვარებისთვის.

პროექტის 1 კვირიანი მისია ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ შესრულებულია. დადებითი ემოციები, შეფასებები, ჩართულობა, პრობლემის დანახვისა და გადაჭრის გზების ძიება-ეს ის კრიტერიუმებია, რაც პროექტის წარმატებით ჩატარების ინდიკატორია. თამამად ვიტყვით, რომ პროექტი შედგა და ჩართულმა საზოგადოებამ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

შეგახსნებთ, რომ პროექტსსამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.