სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 - დღე 5
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის (CETF) და სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) ორგანიზებით პროექტი „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023-საქართველოში“ დასასრულს უახლოვდება.
11 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული მნიშვნელოვანი და შემეცნებითი აქტივობების შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თემურ სუყაშვილის და ეკო-კლუბის "ჩვენი მომავლისთვის" წევრების: ნუივარ ზეინალოვის, თურალ ზარგაროვისა და ლანა სონგულიას ორგანიზებით ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმები cine-doc Tbilisi-ს არქივიდან - „16 წლის ცოლები“ და „პუნამის ბედისწერა“. ფილმები ნაადრევი ქორწინების თემას ეხება, რაც ჯერ კიდევ გამოწვევაა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დისკუსიის დროს მშობლებმა და დამსწრე საზოგადოების წევრებმა იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე და განათლების როლზე ამ პროცესში.
დღევანდელი დღე,ისევე როგორც გასული 5 დღე,აქტივობებით დატვირთული იყო.მთავარი მიზანი კი სამოქალაქო ღირებულებების გაზრდა და საქართველოში ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ დისკუსია იყო. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა როგორც საქართველოდან,ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან სამოქალაქო განათლების ექსპერტებთან ჩატარდა.შეხვედრას უნივერსიტეტებისა დ სკოლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.დისკუსიას სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნატალი გამცემლიძე და მაკა ბიბილეიშვილი უძღვებოდნენ.შეხვედრაზე როგორც პოსტ საბჭოთა და ევროპის ქვეყნებში, ასევე საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს.საქართველოს მაგალითზე სკოლებში,სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.მონაწილეები ფიქრობენ,რომ აუცილებელია სტუდენტების მაღალი მოტივაცია იმისათვის,რომ საგნის მიმართ ინტერესი გაიზარდოს.აღნიშნავენ,რომ ისეთ ფაკულტეტებზე ,სადაც აღნიშნული საგანი არ ისწავლება სტუდენტებს არ აქვთ საწყისი განათლება და ამ მხრივ მნიშნელოვანია ,ყველა ფაკულტეტის სტუდენტს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სამოქალაქო განათლების სწავლაზე. დისკუსიის ფარგლებში,გაიჟღერა მოსაზრებამ,რომ მაღალი დემოკრატიის ქვეყნებში სტუდენტები მიღებულ განათლებას პრაქტიკაში იყნებენ,რაც ქართველი ახალგაზრდებისთვის მიუწვდომელია. მონაწილეების ნაწილი ფიქრობს,რომ მთავარი გამოწვევაა, გადაიჭრას საკითხი,რომ ყველა სტუდენტმა მიიღოს საგნის შესახებ შესაბამისი ცოდნა და შემდგომ უკვე პრაქტიკაში გამოიყენოს .
შეხვედრის მონაწილეები ფიქრობენ,რომ გარდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა,პროცესში სხვა საგნის მასწავლებლებიც უნდა ჩაერთონ და სწავლების პროცესში მათ შორის გარკვეული კოორდინაცია იყოს.აუცილებელია სკოლის ადმინისტრაციისა და სახელმწიფოს მხარდაჭერაც.