სიახლეები

სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 -დღე 4

პროექტმა „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ 10 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლა.

დღე სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრით დაიწყო, რომელსაც ფასილიტირებას სამოქალაქო განათლების ექსპერტი, თამარ ქარაია უწევდა. სტუნდენტებმა მიიღეს ინფორმაცია რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ. შეხვედრას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის  70 სტუდენტი ესწრებოდა. პრეზენტაცია მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაზე, დისკრიმინაციაზე, რადიკალიზმზე, ექსტრემიზმსა და ტერორიზმზე  საუბარს დაეთმო.  დისკუსიის პროცესში აუდიტორია ფასილიტატორთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე მსოფლიო ისტორიაში არსებულ მაგალითებზე და პრაქტიკებს განიხილავდნენ.

სტუდენტებთან მომდევნო შეხვედრა უკრაინელმა ექსპერტმა ოკსანა ზამორამ თემაზე, „წესიერების ცნების აღქმა ყოველდღიურობაში“ გამართა. დისკუსია ეხებოდა ადამიანთა ქცევას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რატომ იღებენ ინდივიდები ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რა უდევს საფუძვლად ადამიანთა ქცევას. ლექციის მიმდინარეობისას საუბარი დეზინფორმაციასაც შეეხო.

ქარავნის კიდევ ერთი მასპინძელი ახალციხის კოლეჯი „ოპიზარი“ იყო, სადაც სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, ლელა ჯავახიშვილმა ინტერაქტიული შეხვედრა გამართა სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საკითხზე „ეფექტიანი სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები თემში არსებული პრობლემების გადასაჭრელად“. ფასილიტატორმა დამსწრეებს აქტიური მოქალაქეობაზე, ევროსაბჭოს  დემოკრატიული მმართველობის 12 პრინციპზე, არჩევნების როლზე დემოკრატიაში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ელექტრონული ჩართულობის მექანიზმებზე გაუზიარა ინფორმაცია.

დემოკრატიის შესახებ საკითხის განხილვის შემდეგ, ინტერაქტიული დისკუსია გამართა ასევე ჩვენმა უკრაინემა კოლეგამ, ნაზარი ბოიარსკიმ თემაზე „საგანმანათლებლო ინსტიტუციებში დემოკრატიის ხელშეწყობა“. დისკუსიის დროს მონაწილეებმა შეაფასეს დამოუკიდებლობის დონე იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მუშაობენ და დემოკრატიის უზრუნველყოფის ინსტრუმენტებზე ისაუბრეს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი (CETF) პროექტსსამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.