სიახლეები

სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 - დღე 1

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი (CETF) სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და  გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტსსამოქალაქო  განათლების ქარავანი 2023“, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერიების ამაღლება და ღირებულებების პოპულარიზაციაა.

ქარავანმა საქართველოში, 7 ოქტომბერს შიდა ქართლის რეგიონიდან აიღო სტარტი, სადაც ქალაქ მარნეულში სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა, ქეთი მუხიგულმა და მაკა ქემხაძემ საინტერესო სადისკუსიო შეხვედრა გამართეს მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელობაზე. დისკუსიის ბოლოს კი შეხვედრა ინტერაქციული თამაშით დასრულდა.

ქარავნის აქტივობები ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა შეხვედრით ,,ქალთა აქტივიზმი და გამოხატვის ხელოვნება", რომელსაც ადგილობრივი თემის, ახალგაზრდული და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ადგილობრივი მაგალითებისა და გამოცდილებების საფუძველზე ხაზი გაუსვეს ფორმალური და არაფორმალური სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას გენდერული სტერეოტიპებისა და მანკიერი პრაქტიკების დაძლევის და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

"სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 - საქართველოშიხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი (CETF) სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 სამოქალაქო განალების ქარავანი12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში არაერთ ღონისძიებას უმასპინძლებს

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.