სიახლეები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ფორუმის ორგანიზებით 25 მარტს გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. კონფერენცია-გამოფენაზე იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. 

ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ 2022 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები სხვადასხვა ნომინაციებში, რომლებიც დაჯილდოვდნენ პრიზითა და კონფერენცია-გამოფენის მხარდამჭერი კომპანიების - ბიბლუსი, სილქნეტი, გამომცემლობა "დიოგენე", სულაკაურის გამომცემლობა - წამახალისებელი საჩუქრებით. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ულოცავს ყველა გამარჯვებულს და უსურვებს მათ პედაგოგიურ წინსვლასა და წარმატებას. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.