სიახლეები

სამოქალაქო განათლების კვირეული

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო განათლების ქსელის ორგანიზებითა და საქართველოში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მხარდაჭერით, ხორციელდება - სამოქალაქო განათლების კვირეული - თემატური ლოზუნგით - "ონლაინ ცხოვრების ხელოვნება".

 

კვირეული, 11-17 ოქტომბრის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, საქართველოს პარალელურად ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა ფორმატის ონლაინ და ადგილობრივ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც პირველ რიგში სამოქალაქო განათლების დაწინაურებაა.

 

თუ გსურთ სამოქალაქო განათლების ღირებულებების პოპულარიზება, მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურება - მაშინ აუცილებლად შემოუერთდით პროექტს.

 

კვირეულში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას - ამისთვის საჭიროა:

 

დაარეგისტრიროთ თქვენი სკოლა, მითითებული ბმულის საშუალებით: https://forms.gle/Q38FTwfqCBBZjus16

 

მოსწავლეებთან ერთად 1-10 ოქტომბრის განმავლობაში განახორციელოთ აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების გააქტიურებასა და მისი ღირებულებების პოპულარიზებას.

 

11 ოქტომბრის ჩათვლით ატვირთეთ განხორციელებული პროექტის ანგარიში, შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალით.

 

კვირეულის ფარგლებში, 14 ოქტომბერს, გამოვლინდებიან წარმატებული სკოლები სხვადასხვა ნომინაციაში და გადაეცემათ პრიზები:

 

ყველაზე კრეატიული კამპანია (ტექნიკის 300 ლარიანი ვაუჩერი)

 

ყველაზე მრავალფეროვანი კამპანია (ტექნიკის 300 ლარიანი ვაუჩერი)

 

ყველაზე მასშტაბური კამპანია (ტექნიკის 300 ლარიანი ვაუჩერი)

 

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.