"სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ოლიმპიადის მესამე ტური
მოხარული ვართ, გაცნობოთ მდგრადი განვითარების ოლიმპიადის მესამე ტურის შესახებ.
კონკურსის მესამე ეტაპზე გადასული გუნდები მდგრადი განვითარების ერთ შერჩეულ მიზანზე გეგმავენ და ახორციელებენ სასკოლო ან/და სათემო ინიციატივებს. მდგრადი განვითარების მიზანად უნდა შეირჩეს ის, რომლის მიღწევაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მოსწავლეებს.
ინიციატივა მიმართული უნდა იყოს მდგრადი განვითარების იდეის პრაქტიკაში განხორციელებაზე და ამ პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდაზე.
ინიციატივა უნდა შეიქმნას და განხორციელდეს სპეციალურად ამ კონკურსისთვის და აკრძალულია გამოიყენოთ ისეთი კონტენტი, რომელზეც არ ფლობთ საავტორო უფლებას.
ჟიური უფლებამოსილია კონკურსიდან მოხსნას ნამუშევარი, რომელიც გამოგზავნილია დაგვიანებით და არღვევს კონკურსის ძირითად წესებს.
ინიციატივის შეფასების კრიტერიუმებია:
• როგორ პასუხობს ინიციატივა დავალების მოთხოვნას
• რამდენად შემოქმედებითი და მრავალფეროვანია ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები;
• ბენეფიციართა რაოდენობა.
მონაწილეებმა განხორციელებული ინიციატივის ანგარიში უნდა წარმოადგინონ ქვემომდებარე ფორმის გამოყენებით, დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალის თანხლებით.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfm5gmL5GAGq1rF3jTxnYApzVh9AaLWzoF9DmCiULw7c46xvw/viewform
ინიციატივის ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადაა 5 ივნისი.
***ინიციატივა ხორციელდება მოხალისეობრივად!***
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, ოლიმპიადაში გამარჯვებული 10 გუნდი, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, მონაწილეობას მიიღებს მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში და დასაჩუქრდება სიმბოლური პრიზებით. გუნდის გამარჯვებული პედაგოგი 27 ივნისი-3 ივლისს გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაეგზავრება ესტონეთში.
პროექტი „სამოქალაქო განათლების მდგრადი განვითარებისთვის“ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და „Jaan Tõnnissoni Instituut-ის" პარტნიორობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“.
გისურვებთ წარმატებას!