სიახლეები

"სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ოლიმპიადის მეორე ტური

დღეს, 22 აპრილს, შეწყდა "სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ოლიმპიადის მეორე ტურში შესასრულებელი დავალებების მიღება

მეორე ტურში მონაწილე გუნდების დავალება იყო შეექმნათ პოსტერი, რომელიც ადამიანებს დააფიქრებს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე.

ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლისთვის იბრძვის 400-მდე გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაშრომებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოავლენს თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ ოლიმპიადის დასკვნით ეტაპზე, სადაც მათ მოუწევთ სასკოლო და სათემო ინიციატივების განხორციელება.

შეგახსენებთრომ 2021 წლის სექტემბრიდანსამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ესტონურ ორგანიზაციასთან „Jaan Tõnnissoni Instituut“ თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა. პროექტი მიზანად ისახავს მოსწავლეების კომპეტენციის ზრდას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ და ამ მიზნით სამეტაპიანი ეროვნული ციფრული ოლიმპიადის მოწყობას.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.