"სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგები
ქართველი და ესტონელი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ ოლიმპიადის "სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ფინალისტი გუნდები გამოავლინა
შეგახსენებთ, რომ დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს უნდა განეხორციელებინათ მდგრადი განვითარების რომელიმე მიზანთან დაკავშირებული სასკოლო ან/და სათემო პროექტები.
კონკურსის მესამე ეტაპის ნამუშევრები განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ჟიურის ხანგრძლივი მუშაობა მოუწია, რომ საუკეთესოთა შორის ჯერ მოკლე სია (შორთლისთი) და შემდგომ, 10 წარმატებული ინიციატივა შეერჩია - ამისთვის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გულითად მადლობას გიხდით, გამარჯვებულ გუნდებსა და მათ მასწავლებლებს კი ვულოცავთ ფინალში გადასვლას!
გამარჯვებული გუნდები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/civiceducationteachersforum/posts/pfbid02S3268PHJFgLBkNT4gUbqMXu9U8V7bnwvx3HAGFAXt7ruTWSYomHHFvJg2RhRSryLl
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამომავლოდაც შემოგთავაზებთ არაერთ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობას არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც.