სიახლეები

სამოქალაქო განათლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის "სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ" განხორციელება.

პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 18 სკოლა.

მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს ონლაინ ტრენინგ კურსი ევროინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის საკითხებზე. სესიებს უძღვებოდნენ ბატონი ვანო ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ბატონი პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი და მარიამ წიწიკაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროეტის მენეჯერი.

მიმაგრებული ფაილები

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.