სიახლეები

საგანმანათლებლო "City-Walks" 12-14 ნოემბერს

12-14 ნოემბერს ჩატარდა ფიზიკური ტრენინგ კურსი პროექტისათვის - "საგანმანათლებლო "City-Walks" - ქართველი და გერმანელი პედაგოგებისთვის".
ტრენინგ კურსს უძღვებოდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - SOVLAB-ის მკვლევარი - ირაკლი ხვადაგიანი.
მონაწილეებმა ტრენინგისას გაიგეს უფრო მეტი საგანმანათლებლო "City Walks" შექმნის ძირთად ასპექტებზე; შეარჩიეს პრიორიტეტული თემები და პრაქტიკაში გამოსცადეს SOVLAB-ის მიერ შექმნილი "City Walk" - თელავში, საბჭოთა რეპრესიების თემაზე.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის - გეოგრაფიის დეპარტამენტი - პარტნიორობით - გერმანული ფონდის EVZ - Remembrance, Responsibility, Future - მხარდაჭერით.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.