რეგიონული საბჭოების თავმჯდომარეების შეხვედრა
მიმდინარე წლის 3-5 ივნისს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოების თავმჯდომარეების შეხვედრა.
შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს გასული წლის ანგარიშები, შეაჯამეს განხორციელებული ღონისძიებები და იმსჯელეს სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე განხილულ იქნა მომავალი 5 წლის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები და სამომავლო გეგმები.
მოგახსენებთ, რომ პროგრამას ახორციელებს PH International, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პროექტის ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორია.