რეგიონალური მრგვალი მაგიდები საგან "მოქალაქეობაში" შესული ცვლილებების შესახებ
პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გაიმართა რვა რეგიონული მრგვალი მაგიდა თემაზე - ცვლილებები საგანში ,,მოქალაქეობა".
შეხვედრებზე პედაგოგებმა განიხილეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებები, დაწყებული საგნის სახელწოდების ცვლილებიდან, დასრულებული შეფასების ფორმებით. პედაგოგებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელსაც ფორუმის სახელით გაუზიარებენ განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს. ოქტომბრის თვეში გამართულ მრგვალ მაგიდებს ფასილიტაციას სამოქალაქო განათლების ექსპერტები ნინო ჭიაბრიშვილი, ალუდა გოგლიჩიძე და ნინო გვარამაძე უწევდნენ. შეხვედრებში მონაწილეობა 167-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მიიღო.
პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.