სიახლეები

პროქტი "მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის" დასრულდა

პროქტი "მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფომრაციის წინააღმდეგ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის" დასრულდა. პროექტს ახორციელებდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი საქართველოში ფინეთის საელჩოს დაფინანსებით.

17 ივლისს ფორუმის ორგანიზებით პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე პედაგოგები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პროექტი 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ივლისის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჩართული იყო სამოქალაქო განათლების 80 პედაგოგი საქართველოს 10 რეგიონიდან. 

პროექტის ფარგლებში

  • გაიმართა 10 ვებინარი მონაწილე პედაგოგებისთვის მედიაწიგნიერების თემატიკის შესახებ;
  • ჩატარდა 4 ორდღიანი ტრენინგი ქეისებისა და დილემების სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით;
  • მონაწილე პედაგოგების მიერ შემუშავდა დამხმარე რესურსი, პორტფოლიო ქეისებითა და დილემებით მედიაწიგნიერების საკითხის სწავლების პროცესში გამოსაყენებლად;
  • პროექტში ჩართული მასწავლებლების მიერ ჩატარდა 216 გაკვეთილი, ჯამში 3472 მოსწავლესთან
  • გაიმართა დასკვნითი კონფერენცია მონაწილე პედაგოგებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. 

უახლოეს მომავალში ფორუმი ონლაინ შეხვედრის გზით უზრუნველყოფს მონაწილეების მიერ შემუშავებული რესურსის გაცნობას სხვა დაინტერესებული პედაგოგებისთვისაც. გარდა ამისა, დაიბეჭდება პორტფოლიოც, რომელიც გადაეცემათ როგორც მონაწილე პედაგოგებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მასწავლებლებსაც.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.