სიახლეები

პროქტი „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურისთვის“ გრძელდება

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს პროქტს „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურისთვის“.

 

23-29 იანვარს, პროექტში ჩართული პედაგოგები და ახალგაზრდული მუშაკები საქართველოდან ეწვივნენ ჩეხეთის რესპუბლიკას და ჩეხ და ესპანელ წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ტრენინგ კურსში.

 

5 დღიანი ინტენსიური ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ დეტალებსა და ფორმალურ და არაფორმალური განათლების სინთეზზე ამ პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება, "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის" და ორგანიზაცია "ახალგაზრდები მშვიდობისთვის და თანასწორობისთვის" პარტნიორობით. ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამა Erasmus + მხარდაჭერით.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.