სიახლეები

პროექტში „სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ განაცხადების მიღება

სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ

 

პროექტი ხორციელდება ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს პროექტში სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ჩართულობისთვის

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ:

 

ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების გაზრდას;

 

კომპეტენციების განვითარებას დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და პროპაგანდის მიმართულებით.

კონკურსის გზით შეირჩევა 18 სამოქალაქო განათლების პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან. მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგებს, რომლებიც ასწავლიან მინიმუმ 40 მოსწავლეს IX-X კლასების ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

 

1. ონლაინ ტრენინგ-კურსი - ევროინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის საკითხებზე. ონლაინ კურისის ფარგლებში პედაგოგები, ფორუმის ელ. სასწავლი პლატფორმაზე გაივლიან მოდულს, მიიღებენ რესურსებს და ექნებათ საკონსულტაციო ვიდეო შეხვედრები ექსპერტებთან.

აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად წარიმართება მიმდინარე წლის 1-15 მაისს.

 

2. ონლაინ გაკვეთილები - მინიმუმ 2 გაკვეთილი ჩატარდება თითოეული მასწავლებლის მიერ ასოცირების ხელშეკრულების, მისი განხორციელებისა და მნიშვნელობის შესახებ . პროექტის ფარგლებში მოწოდებული მასალა მორგებული იქნება ონლაინ გაკვეთილის ფორმატს.

გაკვეთილებს პედაგოგები ჩაატარებენ 15მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მათთვის სასურველ დროს.

 

3. საზაფხულო ბანაკები - 18 მასწავლებელი, თავისი 2 მოსწავლით (სულ 36 ბავშვი) მიიღებს მონაწილეობას ორ ნაკადად განხორციელებულ საზაფხულო ბანაკში, სადაც მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ევროინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ; შეიძენენ პრაქტიკულ უნარჩვევებს ისეთ საკითხებში როგორიცაა ონალინ ჟურნალების, პოსტერების, ვიდეო კლიპების, ინფოგრაფიკების და .. შექმნა, რომელიც საჭიროა ონალინ კამპანიის წარმართვისათვის დეზინფრომაციისა და ანტი ევროპული პროპაგანდის წინააღმდეგ.

ბანაკის ორგანიზება დაგეგმილია აგვისტოს თვეში და საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით შესაძლებელია დროში გადაწევა ან ონლაინ კურსით შეცვლა.

 

4. კამპანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ- საინიციატივო ჯგუფები დაიწყებენ კამპანიებს რათა გამოავლინონ .. ფეიქ ნიუსები და ებრძოლონ დეზონფორმაციას ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ. მოსწავლეები შექმნიან ბროშურებს, პოსტერებს, ონლაინ ჟურნალებს, ვიდეო კლიპებს და ..

განხორციელების პერიოდი სექტემბერი- ნოემბერი 2020

 

5. პროექტის დახურვა - პროექტის ბოლოს ორგანიზებული იქნება დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება.

განხორციელების პერიოდი ნოემბერი 2020

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 26 აპრილი 2020 .

 

https://forms.gle/ttQBbLTvrD9HbDA4A

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.